"ხალხი უკვე შიმშილობს... უნდა მივცეთ კონკრეტული ფული" - უდუმაშვილი "ენმ"-ს გეგმაზე

გამოქვეყნდა:

ხალხი უკვე შიმშილობს, ოთხი თვეა ელოდება რაღაცას - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტიის იმ ეკონომიკურ პროგრამაზე საუბრისას, რომელიც მოქალაქეების 1000 და 500 ლარიან დახმარებას ითვალისწინებს. მისი თქმით, ხელისუფლება საკუთარ ხალხს ,ლოზუნგების ენით ელაპარაკება.

არანაირი რესურსი აღარ აქვთ რომ იცხოვრონ, ამიტომ მათ სჭირდებათ ძალიან სწრაფი ფინანსური ინექცია და ერთადერთი გამოსავალი ის არის, რომ ამ ხალხს უნდა მივცეთ კონკრეტული ფული, - ამბობს უდუმაშვილი გადაცემა "დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეკონომიკური დახმარების გეგმა დღეს წარადგინა. კორონაკრიზისის ფონზე შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, გეგმა ითვალისწინებს ყველა სრულწლოვანი მოქალაქის 1000 ლარიან და არასრულწლოვანი მოქალაქის 500 ლარიან დახმარებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი