
"მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ჟურნალისტი ელისო კილაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებებს იხსენებს. ამბობს, რომ იყო იმ ადგილას სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იპოვეს და "წარმოუდგენელია, რომ პოლიციას იქ მანქანა ვერ შეემჩნია".
"სავარაუდოდ, მას გაუგზავნეს ლოკაცია, სადაც უნდა ყოფილიყო შეხვედრა და ეს ადგილი იყო, საკალმახე. მივედით საკალმახე "ადმირალში", რომელსაც ჰქონდა საოცარი რეაქცია ჩვენს იქ შესვლაზე... დაფიქსირდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი საკალმახეში მივიდა, ხალხმა დაინახა, ამის მოწმეები არის, ამოიღეს კამერების ჩანაწერები, გააქრეს, ჩვენ გვითხრეს, რომ დაზიანებულია და იქ ჩაწერა არ მიმდინარეობს", - ამბობს კილაძე.
ადვოკატების თქმით კი, მათ კამერების ამოღება მოითხოვეს, მაგრამ ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ კამერები არის ჩამოჭრილი "ხელოვნური ჩარევითაა გაფუჭებული და წლების განმავლობაში ჩაწერა არ მიმდინარეობს.
ელისო კილაძე იხსენებს, რომ დაცვა გამოუვარდა, რომელსაც კამერების შესახებ ჰკითხა, დაცვამ კი დარეკა პოლიციის მაღალჩინოსანთან, რომლებმაც "გადაკეტეს და დააშინეს იქ ყველა მოწმე".
მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი საკალმახეში მივიდა, შემდეგ წამოვიდა და წავიდა სხვა მიმართულებით, რომელიც არის ასევე საკალმახე "ვილა ალგეთი".
"უცხო ქვეყნის ნომრით დამირეკა უცნობმა წყარომ და მითხრა, ბაჩალიაშვილის მკვლელობის ბოლო ადგილი უნდა ეძებოთ "ვილა ალგეთში", ჩამიგდო საკადასტრო კოდი, სახელი და გვარები ადამიანების, რომლებიც დაკავშირებულები არიან "ქართულ ოცნებასთან", გურამ მაჭარაშვილზეა საუბარი... მთელი ჯაჭვია" - თქვა ელისო კილაძემ.
ადვოკატების თქმით, კი მათ "ვილა ალგეთში" საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოითხოვეს, რომელიც 2 კვირის დაგვიანებით ჩატარდა და უთხრეს, რომ ავტოფარეხის კარი არ იღებოდა, შესაბამისად "შეუძლებელია იქ მანქანა ყოფილიყო". ადვოკატისვე თქმით, "ადგილს ეტყობოდა, რომ ხელოვნურად გასუფთავებული იყო".
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ საქმე დაიხურა და ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. მიზეზი კი გარკვეული ინფორმაცია გახდა, რომელიც პროგრამისტმა მოიპოვა და შემდეგ ის თავიდან მოიშორეს.
იხილეთ ასევე: