"ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მით უფრო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები მქონდა. ესეც გამოწვეულია იმ საგიჟეთიდან, სტრესული ვითარებიდან, სამუშაოდან, რაც ხდება დღე და ღამის განმავლობაში. კი არ ვტრაბახობ, ძალიან ბევრჯერ, ეს მნიშვნელოვანი პროექტები რომ ხორციელდება, ღამის ორ-სამ საათზე მიწევდა გასვლები, რათა გადამემოწმებინა, ვინმე ხომ არ "ახალტურებს" რაღაცას, ბევრს ვფიქრობთ, ვმუშაობთ, მაგრამ მარტო მე არ ვარ ამ ყველაფერში. მყავს ახალგაზრდების ძალიან დიდი გუნდი, ვინც ჩემთან ერთად ამ სამი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ცდილობს და ვაკეთებთ საქმეს, რათა რადიკალურად შევცვალოთ, ქალაქში არსებული ვითარება".
- ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე არჩევნებში მონაწილეობაზე "იმედის" ეთერში.