რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია, მწვავე წინასაარჩევნო პერიოდი იქნება - ზაალ უდუმაშვილი

გამოქვეყნდა:

დღევანდელი მდგომარეობით, რვა მარტის შეთანხმება ჩაშლილია - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

გადაცემა "დღის სტუმარში" საუბრისას, ხელისუფლებისა და ოპოზიციის ისტორიულ შეთანხმებაზე საუბრისას, უდუმაშვილი ამბობს, რომ მისი სრულად შეუსრულებლობით, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო დაძაბა და პოლარიზებული გახადა ისედაც დაძაბული პოლიტიკური გარემო. უდუმაშვილი მძიმე წინასაარჩევნო პერიოდს აანონსებს.

ძალიან პოლარიზებული წინასაარჩევნო კამპანია იქნება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური გარემო ნორმალური ყოფილიყო და ერთმანეთს შევჯიბრებოდით წინასაარჩევნო პროგრამებით და არა ქუჩაში ვმდგარიყავით.. ამიტომ შევედით ამ მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან, - ამბობს უდუმაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლება 8 მარტის ისტორიული შეთანხმების იმ ნაწილის შესრულებაზე, სადაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზეა საუბარი, უარს ამბობს და აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი