პროგრამისტის, გიორგი ქართველიშვილის თქმით, არსებობს პლატფორმები, რომლითაც შესაძლებელია გაკეთდეს კოდი, რითაც შესაძლებელი იქნება კონკრეტული ადამიანის საბანკო და პირად ინფორმაციაზე წვდომა.
გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ პლატფორმაზე შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს იმ პირებისთვის, ვინც ამ კოდს იყენებენ. შესაბამისად, მისი თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს აქვს თუ არა კავშირი თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალებას ე.წ. ფიშინგთან.
"პლატფორმა საშიში არ არის, მაგრამ ამ პლატფორმაზე შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე გააჩნია, ვის მიერ იქნება და როგორ იქნება გამოყენებული. რა თქმა უნდა, ბაჩალიაშვილი კონტრიბუცია ამ საქმეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და რამდენად შესაძლებელია ამის შემდეგ მის სიცოცხლეს საფრთხე დამუქრებოდა, ეს დასადგენია",-თქვა გიორგი ქართველიშვილმა.
თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები საქმეზე გამოძიების განახლებას ითხოვენ. მათი თქმით, "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმში" გასული სიუჟეტის შემდეგ ისეთი გარემოებები გამოიკვეთა, რითიც პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
ამავე თემაზე:
პოსტ ფაქტუმის რეპორტაჟი - რას უკავშირდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალება | "მთავარმა" ექსკლუზიური ვიდეოკადრები მოიპოვა