"ენმ"-ს კანდიდატს არც ერთ რაიონში მხარს არ დავუჭერთ - ვაშაძე მერობაზე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ისევ ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს არსად, მხარს არ დაუჭერს:

"არცერთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოყენებულ კანდიდატს არცერთ რაიონში მერობაზე არ დავუჭერთ მხარს, იმიტომ, რომ ეს არის წაგების ფორმულა. სანამ არ დავანგრევთ პარადიგმას, რომ "ქართული ოცნების" ერთადერთი ალტერნატივა "ნაციონალური მოძრაობაა" მანამდე ყოველთვის წავაგებთ. ასე არ არის, არ ვარ მე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ჩვენ ვართ "სტრატეგია აღმაშენებელი" და ჩვენი მიზანია გავიმარჯვოთ და არა ის, რომ სადმე თბილად მოვკალათდე", - თქვა გიორგი ვაშაძემ. 

შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე ჯერ უცნობია. პარტიებში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ, თავად "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია კი სავარაუდოდ, ნიკა მელიას ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი