
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან ცემით მოკლული ირაკლი ჭკადუას ოჯახის წევრები აქციას მართავენ.
ოჯახი პროკურატურისგან საქმის გამოძიების განახლებას მოითხოვს. ჭკადუას მეუღლე ამბობს, რომ საქმე ჯგუფურ მკვლელობას ეხება, ბრალდებულ დიმა წოწერიას კი მფარველობენ. ოჯახი განაჩენს უსამართლოს უწოდებს და ორივე პატიმართან მიმართებაში სასჯელის უმაღლეს ზომას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ცხედრის ეგზგუმუაციით და გზების გადაკეტვით იმუქრება.
მკვლელობა 2020 წლის სექტემბერში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიმა წოწერიამ და ირაკლი ტორუამ ჭკადუა სახლიდან გაიყვანეს, ქარხნის სიახლოვეს მიიყვანეს, სადაც წინასწარი განზრახვით, კასტეტებით სცემეს.
როგორც ცნობილია, ჭკადუამ, რომელსაც თხილის ბიზნესი ჰქონდა, წოწერიასა და ტორუას თხილი მიყიდა, რომელიც უვარგისი აღმოჩნდა. ბრალდებულები ჭკადუას თანხის დაბრუნებას სთხოვდნენ. სწორედ ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი. ცემის შედეგად ირაკლი ჭკადუა მომხდარიდან მესამე დღეს გარდაიცვალა.
პოლიციამ ცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა, ხოლო შემდეგ მათი მუხლი გადაკვალიფიცირდა და საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
დაკავებულებიდან ერთს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო მეორეს, დიმა წოწერიას 1 წელი. წოწერიას ნაწილში პროკურატურის ორმა მოწმემ ჩვენება შეცვალა.
ავტორი: ემა გოგოხია