მათ შეუძლიათ თავად მოაწყონ პროვოცირება დაპირისპირების და ჩვენ დაგვბრალდეს-გოლეთიანის პასუხი თურნავას 

გამოქვეყნდა:

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი ეკონომიკის მინისტრს, ნათია თურნავას პასუხობს და აცხადებს, რომ მათი პროტესტი ისედაც მშვიდობიანია, მაგრამ რა შეიძლება მოხდეს ხეობაში ამაზე მთელ პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.

"ისეთი შინაარსი აქვს თავად პროტესტს, რომ ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას მთელ პროცესზე რა შეიძლება მოხდეს ხეობაში. ეს აბსოლუტრად გაიზიარა, მათ შორის ბატონმა ბუშლემაც, ეს პოზიცია ჩვენი. მათ შეუძლიათ თავად მოაწყონ რაღაც პროვოცირება დაპირისპირების, საერთოდ სხვა ხალხი მოიყვანონ, შემდეგ ხომ შეიძლება ჩვენ დაგვბრალდეს ეს პროცესი. 

ჩვენი პროცესი, ზოგადად არის მშვიდობიანი ფორმის, ეს ყველამ იცის", - თქვა ვარლამ გოლეთიანმა

მისი თქმით, თუ შესრულდება პირობები და ნამახვანში გადაინაცვლებენ, პროტესტი იმ ფორმით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი