"ქართულ ოცნებას" თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო გზავნილი აქვს - პარტია გამარჯვებას ელოდება. პარტიის წევრები ამბობენ, რომ რეგიონების ნაწილში უფრო კარგი შედეგიც შეიძლება ჰქონდეთ, ვიდრე თბილისში.
იქნება თუ არა მათი მერობის კანდიდატი ისევ კახი კალაძე, ზუსტი პასუხი ამაზე "ოცნების" წევრებს არ აქვთ.
"თანმიმდევრულები ვართ, ყველაფერს თავის დრო აქვს და გაიგებთ ყველაფერს თავის დროზე...თქვენ რა განაღვლებთ?!... პროცესია ხომ, დაველოდოთ და თავის დროზე გაკეთდება განცხადება და ყველაფერს გაიგებთ.
როგორც ყოფილი სპორტსმენი ყოველთვის გამარჯვებისკენ ვისწრაფით და ყოველთვის ვიმარჯვებთ სხვათაშორის", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მან პროგნოზებისგან თავი შეიკავა, თუმცა თქვა, რომ პარტია 43%-ს გადალახავს. დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ კი თქვა, რომ საერთო მაჩვენებელი 50%-თან იქნება მიახლოებული.
დამაჯერებელ გამარჯვებაში დარწმუნებულია სოზარ სუბარი და დამადასტურებლად კვლევებს იშველიებს.