ნახეთ: ჩინურმა მარსმავალმა წითელი პლანეტიდან საოცარი სელფები გამოაგზავნა

გამოქვეყნდა:

ჩინურმა მარსმავალმა „ჭუჟონმა“, რომელიც წითელ პლანეტაზე 14 მაისს დაჯდა, დედამიწაზე ახალი ფოტოები გადმოაგზავნა, მათ შორის „საოჯახო ფოტოც“, სადაც როვერი მის დასაჯდომ პლატფორმასთან ერთად ქვებით დაფარულ ზედაპირზე პოზირებს.

როვერმა ეს სელფი გადაიღო იმ კამერით, რომელიც მუცელზე ჰქონდა მიმაგრებული და დასაჯდომი პლატფორმიდან დაახლოებით 10 მეტრის მოშორებით ჩამოაგდო. კამერამ როვერს ფოტოები უსადენოდ გადაუგზავნა, რომელმაც, თავის მხრივ, დედამიწაზე ორბიტერით „ტიენვენ-1“ გადმოაგზავნა.

სრული რეზოლუციის სანახავად დააკლიკეთ აქ.

სრული რეზოლუციის სანახავად დააკლიკეთ აქ.

ჩინური მითოლოგიის ცეცხლის ღმერთის სახელის მქონე 240 კილოგრამიანი მარსმავალი „ჭუჟონი“ ჩინეთის „ტიენვენ-1-ის“ მისიის ნაწილია, რომელიც 2020 წლის ივლისში გაეშვა და მარსის ორბიტაზე ამ წლის თებერვალში გავიდა. 14 მაისს კი, „ჭუჟონი“ და დასაჯდომი პლატფორმა ორბიტერს გამოეყო და წითელ პლანეტაზე დაჯდა - ჩინეთის ისტორიაში პირველი დაჯდომა მარსზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი