"ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის" - აშშ-ს ელჩი საოკუპაციო ხაზთან

გამოქვეყნდა:

"ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს - აშშ-ს საელჩო კელი დეგნანის საოკუპაციო ხაზთან ვიზიტის შესახებ ინფორმაციას და ფოტოებს "ფეისბუქით" ავრცელებს:

"ამ დიდებული ქვეყნის ყველა ნაწილში მცხოვრებ ადამიანთა კეთილდღეობისთვის, აშშ-ის მთავრობა USAID/Georgia-სთან ერთად საქართველოს გვერდში დგომას აგრძელებს. ამის ნაწილია, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები საზოგადოების მახლობელ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიოტირული მთლიანობის მხადაჭერა", - წერს საელჩო.

ელჩი სოფელ ციცაგიანთკარში სასმელი წყლის ახალი სისტემის გახსნას დაესწრო. ახალი ინფრასტრუქტურა 144 ოჯახს დაეხმარება, რაც USAID-ის მიერ დაფინანსებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი