უკანონო მშენებლობა მდინარე ჭოროხზე - კანონიერ ქურდებთან გარიგებული ხელისუფლება

გამოქვეყნდა:

კანონიერ ქურდებთან გარიგებული მაღალჩინოსნები. მინდია ლავას ოღლის და ხელვაჩაურის ადგილობრივ ხელისუფლებას საერთო ბიზნესინტერესებზე აჭარელი სამოქალაქო აქტივისტები საუბრობენ.

დოკუმენტები ადასტურებს, რომ სწორედ გავლენიანი კანონიერი ქურდისა და ხელვაჩაურის გამგეობის ბრძანებით მდინარე ჭოროხის შესართავი ეკოლოგიური უბედურების ზონად იქცა. კანონის გვერდის ასავლელად, ხელისუფლებამ მდინარის კალაპოტში სამუშაოების ნებართვა გასცა.

თუმცა, რეალურად ეს ინერტული მასალის ამოღებისა და გაყიდვის შესაძლებლობა იყო. სამართლებრივი და ფინანსური ზიანის გარდა ამ უკანონო გარიგების შემდეგ ეკოლოგები შავი ზღვის სანაპიროსა და ჭოროხის დელტისთვის გამოუსწორებელი ზიანი შესახებ საუბრობენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი