"ქართული ოცნება" არჩევნების წინ ნაცად ტაქტიკას ირჩევს. ხელისუფლების ლიდერებმა უკვე დაიწყეს ძალოვან უწყებებში კონკრეტული საკადრო გადაადგილებები, რისი მიზანიც არის არჩევნების პერიოდში რეგიონებზე სრული კონტროლის დამყარება.
უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშვილის ერთგული კადრების რეგიონული პოლიციის უფროსებად დანიშვნაა. მოქმედმა პრემიერმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ყველაზე სუსტი წერტილით სამეგრელოში დაიწყო. სრულიად საპირისპიროდ მოქმედებს ხელისუფლება, საარჩევნო სისტემის სრულყოფის მიმართულებით - "ქართული ოცნება" კენჭისყრის ელექტრონული სისტემის დანერგვაზე განხილვებსაც კი არ იწყებს.