"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" ექსპრემიერ გიორგი გახარიას გადადგომასა და მის მიერ ადრე გამოთქმულ ვერსიაზე საუბობს. ამბობს, რომ პარტიამ გიორგი გახარიას მარტივი კითხვა დაუსვა, რატომ დასჭრიდა მას ენმ-ს ოფისზე მიტანილი შტურმისთვის 2-3 დღე, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს და რამაც ეჭვები გააჩინა.
"გვქონდა კონკრეტული ინფორმაცია ამ ორ-სამ დღესთან დაკავშირებით, ამის თანმხლები ინფორმაციაც გვქონდა თანმხლებ ფაქტორებთან დაკავშირებით, რასაც შეიძლებოდა განეპირობებინა მისი გადადგომა", - ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, ეს ეჭვები და ვარაუდებია გამომდინარე იქიდან, რომ "მტკიცებულებები არ არის თავს შეიკავებს ამაზე საუბრისგან". ამბობს, რომ ფიქრობს, მოტივი იყო უფრო "მერკანტილური, ვიწრო და ფართო გაგებით, ვიდრე პირდაპირი ინტერესი, რომ სააკაშვილი ჩამოეყვანა საქართველოში". მისივე თქმით, ეს არ იყო გიორგი გახარიას სავარაუდო მოტივი, მისი მოტივი იყო რაღაც სხვა, "რაც საბოლოოდ ამას შედეგად ითვალისწინებდა".
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ მას [გახარიას] აქვს თუ არა პირდაპირი კავშრი მიხეილ სააკაშვილთან არ ვიცი. ამაში მე ვერ შევალ, მაგრამ ფაქტია, რომ ლოგიკურად არსებობდა გარკვეული გავლენები 17-18 თებერვალს... რაც კი პრობლემა დაუგროვდა "ქართულ ოცნებას" იმ პერიოდში იყო გახარიას მიერ ორგანიზებული სპეცოპერაციები", - თქვა მან.