სოლიდარობა აჭარის ტელევიზიას - ჟურნალისტებს სამსახურიდან უშვებენ

გამოქვეყნდა:

სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებები, ჟურნალისტებისა და რედაქტორების გათავისუფლება, შევიწროვება და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა - ერთი წელზე მეტია დამოუკიდებელი ჟურნალისტები თავისუფალი სიტყვისთვის იბრძვიან. 

მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება ბოლო წერტილი აღმოჩნდა, იმისათვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტელევიზიის ამაჟამინდელი დირექტორის, გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნის დაწყება მოეთხოვათ. ადამიანის უფლებების სწვლებისა და მონიტორინგის ცენტრმა აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შსს-სა და პროკურატურას მიმართა. ორგანიზაცია უწყებებს აჭარის მაუწყებლის დირექტორის გიორგი კოხრეიძის მიმართ  სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

მალხაზ რეხვიაშვილი აჭარის ტელევიზაში სოციალური თემატიკის გადაცემის წამყვანი იყო, ის გადაცემისდან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კრიტიკული პოსტის გამო გაუშვეს და ახლა სხვა ჟურნალისტებთან ერთად სასამართლო დავას იწყებს. 

აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების შევიწროება მაუწყებლის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ დაიწყო. ის პროცესები, რაც ახლა ტელევიზიის ირგვლივ ხდება გულს წყვეტს, მაგრამ იცის, რომ ეს ამ ხელისუფლების პირობებეში ეს გარდაუვალი იყო. 

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს "მთავრი არხი" სოლიდარობას ჯერ კიდევ ორი თვის წინ უცხადებდა. დღეს ამ მოწოდებას თითქმის ყველა მედიასაშუალება შეუერთდა. 

მხარდაჭერის, სამოქალაქო აქტიურობისა და სამართლებრივი ბრძოლის მიუხედავად, აჭარის ტელევიზიაზე თანამშრომლების განსხვავებული მოსაზრების გამო, მათი დევნა და შევიწროება უწყვეტად გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი