"ტყის ჭრა", "ბასიანი", "პანკისი" | კობახიძე გახარიას "მძიმედ დაგეგმილ სპეცოპერაციებში" ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

"რაც კი პრობლემა დაუგროვდა "ქართულ ოცნებას" იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, დაახლოებით 1-წლიან მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" საუბრობს. 

კობახიძის თქმით, პირველი ასეთი შემთხვევა მესტიაში მოხდა, რაც ტყის ჭრას უკავშირდებოდა და "ისე იყო დაგეგმილი არასწორად ოპერაცია, რომ შსს-ს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი".

კობახიძე იხსენებს კლუბი "ბასიანის" დარბევასაც - "იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა იქ, ნუ მთელი ამბები იყო."

"შემდეგ იყო პანკისი აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი" - ამბობს კობახიძე და გახარიას შსს-ს თანამშრომლებისთვის, "გმირი პოლიციელებისთვის შეურაცხოფის მიყენებაში" ადანაშაულებს. 

...რა თქმა უნდა, დანაშაული იყო იქ ჩადენილი. მთლიანობაში, რომ გავიხსენოთ ყველაფერი, რაც დაგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ, შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომლებიც ყველა უკავშირდებოდა სწორედ გახარიას. ეს იყო შეცდომები, მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი, - ამბობს ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში. 

იხილეთ ასევე:

"გული გვისკდებოდა ნებისმიერ სპეცოპერაციაზე" | კობახიძე გახარიას შს მინისტრობაზე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი