"მივყვებით მიშელის დოკუმენტს... არც იქით, არც აქეთ, ამ კანონის მიმართ ინტერესი არ გვქონია" | კობახიძე ამნისტიის კანონზე

გამოქვეყნდა:

"ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო ეს ამნისტიის კანონი არანაირი ფორმით", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" საუბრობს. 

ამბობს, რომ ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და მმართველი გუნდი იძულებული გახდა მიეღო ეს კანონი, რადგან ეს შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტით იყო გათვალისწინებული.

ჩვენი ინტერესი საერთოდ არ იყო ეს ამნისტიის კანონი არანაირი ფორმით. თუმცა ჩაიწერა მიშელის შეთანხმებაში ის, რომ უნდა გამოიცეს ამნისტიის კანონი. ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა და ისინი პირდაპირ მიუთითებდნენ არამარტო შინაარსზე ამ ჩანაწერის, არამედ მის მიზანზეც, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშლილიყო და დახურულიყო. ეს იყო მათი მიზანი და ჩვენ მივყვებით ახლა მათ მიზანს. ჩაიწერა და ვიღებთ შესაბამისად ამ კანონს. მივყვებით უბრალოდ მიშლის დოკუმენტს. არც იქით, არც აქეთ, ამ კანონის მიმართ ინტერესი ჩვენ არ გვქონია, - ამბობს კობახიძე.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი