"დაჯარიმების საფუძველი არსებობდა, დაჯარიმდნენ თუ არა, არ ვიცი" | კობახიძეს "შერჩევით სამართალზე" პასუხი არ აქვს

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან" "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ბოლო პერიოდში შს მინისტრის მიერ ჩატარებულ ოპერაციებსა თუ სამართალდამცველების მოქმედებების შესახებ, "შერჩევით სამართალზე" ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხი არ აქვს. 

სამოქალაქო აქტივისტების ძალადობრივ დაკავებაზე კობახიძე ამბობს, რომ "აქტივისტები და პოლიტიკოსები ცდილობდნენ პალამენტის პიკეტირებას, იქ იყო საჭირო ამ პიკეტირების აღკვეთა". შესაბამისად, პირების დაკავება.

თუმცა დაკავების საჭიროებას ვერ ხედავს დმანისში მომხდარ ინცინდენტზე და ამბობს, რომ "იქ იყო რთული ვითარება, იყო დეესკალაცია და შერიგებით დასრულდა ეს ყველაფერი". 

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ არის დაკავებული არავინ დმანისის ინცინდენტზე პასუხობს - "მგძნობიარე საკითხი იყო. ძალიან მძიმე ინცინდენტი იყო, საქმისთვის იყო მნიშვნელოვანი, რომ შერიგებით დასრულებულიყო".

"უცნობის" მიერ მის მიერვე დაარსებულ "საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის" დღეზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გაკეთებულ წარწერაზე, რომელზეც "უცნობი" დღემდე დაუსჯელია, კობახიძე ამბობს, რომ დაკავების "არ იცის", მაგრამ "დასაჯარიმებელი ყველა შემთხვევაში იყო". ასევე არ იცის "დაჯარიმდა თუ არა", მაგრამ იცის, რომ "დაჯარიმების საფუძველი არსებობდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი