ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ გვაქვს... ამის სურვილი შეიძლება გვაქვს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, პარტიის წევრებს ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვთ და პარტიის ყოფილი თავმჯდომარე საარჩევნო პროცესში არ ჩაერთვება. ამის შესახებ კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტევიუ ხელისუფლებასთან" ისაუბრა.

ბოლოს ბიძინა ივანიშვილთან მქონდა კონტაქტი, როდესაც მან დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოზიცია, ეს იყო მისი პრინციპული პოზიცია, მას შემდეგ მასთან კომუნიკაცია აღარ გვაქვს. ის არცერთ შემთხვევაში არ გეგმავდა და არ გეგმავს პოლიტიკაში დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში ჩართული არ იქნება, ეს არის მისი გადაწყვეტილება. ჩვენ მასთან კომუნიკაცია არ გვაქვს, შეიძლება გვაქვს ამის სურვილი, მაგრამ ეს არის მისი გადაწყვეტილება", - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი