"რა კომპრომატები უნდა ჰქონდეს, ჩვენ არაფერს არ ვაფუჭებთ, რა თქმა უნდა, არის გარკვეული საკითხები, რაზეც კონფიდენციალობის დაცვა არის მნიშვნელოვანი გუნდისთვის. მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაიტანოს, არის ის საკითხები, რაც გუნდურობისთვის და გუნდისთვის არის კონფიდენციალური, შიდა სამზარეულოდან გამომდინარე, ეს არის და ეს".
- ამბობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "გიორგი გაბუნიას ინტერვიუ ხელისუფლებასთან", კითხვაზე პასუხად, შეიძლება თუ არა გიორგი გახარიას ჰქონდეს კომპრომატები "ქართული ოცნების" წევრებზე.