ერგნეთის შეხვედრიდან კონკრეტული პასუხები გვინდა გამოიტანონ - გახელაძის ოჯახი

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი დღეს ერგენეთში ჩასვლას გეგმავს, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. მას ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდიც დაესწრება. 

ზაზა გახელაძის ოჯახი შეხვედრიდან კონკრეტულ პასუხებს ელოდება, 23 ივნისის შემდეგ კი აქციებს აანონსებს. მისი ცოლი, ირმა ბუთხუზი არ გამორიცხავს, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმაც გადავიდნენ.

"ერგნეთის შეხვედრაზე უკვე გვინდა, რომ კონკრეტული პასუხები გამოიტანონ. რა პასუხებს გამოიტანენ არ გვინდა ბუნდოვანი იყოს კიდევ ეს საკითხები. გვირჩევნია ღიად ისაუბრონ. ერთ-ერთი რაც უნდა გააკეთოს ალბათ ხელისუფლებამ ეს არის, რომ ჩვენი მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ჩვენ არ მოგვიწიოს გარეთ გასვლა. 

ჩვენ უკვე 23-დან თუ არ იქნება ზაზა გათავისუფლებული უკვე ვაანონსებთ გარეთ გასვლას, აქციებს და ალბათ უკიდურესი შემთხვევა იქნება რასაც მამა იძახის - გადავიდეს მეორე მხარეს და თავის შვილის გვერდით დადგეს", - თქვა ზაზა გახელაძის ცოლმა, ირმა ბუთხუზმა. 

ზაზა გახელაძის დედა, ირმა ბუნტური იმედს გამოთქვამს, რომ ოჯახს არც აქციები და არც საოკუპაციო ხაზს მიღმა გადასვლა არ დასჭირდება.

"საქართველოში თუ არა მაშინ ცხინვალში შევხდებით ერთად მის დაბადების დღეს", - თქვა მან.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაზა გახელაძე უკანონოდ 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს, ხოლო 2021 წლის 5 თებერვალს მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა "მიესაჯა". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი