"იანუკოვიჩის გზა და პოლიტპატიმრები" - კუბილიუსის მორიგი უმკაცრესი გაფრთხილება "ოცნებას"

გამოქვეყნდა:

ევრონესტის პრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას უმკაცრეს გაფრთხილებას აძლევს და მოუწოდებს იანუკოვიჩის გზას არ დაადგეს.

ყოფილი დისიდენტი და გავლენიანი ვეროპარლამენტარი ლიტვიდან "მთავარ არხთან" ინტერვიუში პირდაპირ ამბობს, რომ ოპონენტების ციხეში გამომწყვდევა საბჭოური მეთოდია და სისხლის სამართლის საქმეების აღძვრით ოპოზიციის დევნას დასავლეთის თვალში ვერაფრით ვერ გაამართლებს. 

თუკი ივანიშვილის მთავრობა რვა მარტის ორპუნქტიან შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ შესაძლოა ეჭვის ქვეშ დადგეს ის ნახევარმილიარდიანი დახმარებაც, რომელიც ევროკავშირმა საქართველოს კორონაკრიზისის დასაძლევად უნდა გამოუყოს.

ბრიუსელიდან წამოსული უმკაცრესი გზავნილები "ქართული ოცნებისთვის" საყურადღებო არ არის. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პატიმრების გათავისუფლებას არ აპირებენ და შეთანხემბის მეორე პუნქტიც აუცილებლად შესასრულებელი არ არის.

მთავრობას, რომელსაც პარტნიორების თვალში რეპუტაცია საბოლოოდ შეელახა, მოკავშირეებისგან ფინანსური დახმარების იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ევროპას უკვე ეჭვი ეპარება, რომ ქართველი ხალხისთვის გამოყოფილი ნახევარმილიარდიანი დახმარება ადრესატამადე მივა. 

11 მაისის შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ოცნება უკვე მეორედ პირობის შესრულებას აღარ აპირებდა, ამერიკის კონგრესიდან და ევროპარლამენტიდან კრიტიკა არ წყდება. სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს ახსენებენ, რომ დემოკრატიულ უკუსვლაზე თვალს ვეღარ დახუჭავენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი