გარდაცვალების შემთხვევებითაც ქვეყანა დაღმავალ ფერდზეა - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პიკის გადავლის შემდეგ, რომელიც ქვეყანამ მაისში გადაიტანა, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალია, თუმცა დაღმავალ ფერდზე ვართ.

გამყრელიძის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუმჯობესებულია, შესაბამისად, მისი თქმით, თუ ინფიცირების მაჩვენებელი არ გაიზრდება, გარდაცვალების შემთხვევებიც იკლებს.

"მე ხომ არ უარვყოფ, რომ გარდაცვალების რიცხვი მაღალია, ჩვენ პიკი გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში და პიკის შემდეგ 2-3 კვირის შემდეგ ხდება გარდაცვალების რიცხვის ზრდა. ამიტომ, ახლა ამ ინდიკატორითაც დაღმავალ ფერდზეა ქვეყანა, თანდათან ის შემცირდება, თუ არ გაგვეზარდა ინფიცირების მაჩვენებელი",- თქვა ამირან გამყრელიძემ.

დღეს, 15 ივნისს საქართველოში კორონავირუსის  1 092 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით  23 ადამიანი გარდაიცვალა, 775 კი გამოჯანმრთელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი