წყალტუბოში სასტუმრო "არგოში" შეჭრისა და მისი მფლობელის ცემისთვის 3 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოში სასტუმრო "არგოს" ფასადის დაზიანებისა და სასტუმროს მფლობელის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის 3 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის ერთი არასრულწლოვანია.

შსს-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ დანაშაულის ჩადენისას ბრალდებულები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. ამასთან, ისინი შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს.

მომხდარზე გამოძიება 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 2-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი