პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები გააქტიურდა - ISFED წინასაარჩევნო გარემოს აფასებს

გამოქვეყნდა:

ნაადრევად დაწყებული საარჩევნო კამპანია და ამომრჩევლის გულის მოგების მცდელობა - წინასაარჩევნო გარემო არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა არჩევნებმა" (ISFED) შეაფასა. 

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა, პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩევლებთან შეხვედრები და აგიტაცია უკვე დაიწყეს. ISFED-ის შეფასებით, ამ მხრივ, განსაკუთრებით მმართველი პარტია აქტიურობს, რომელსაც ხელი მიუწვდება ადმინისტრაციულ რესურსზეც. 

"ტენდენციები არის ის, რომ გააქტიურდა სხვასხვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. ასევე პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები, განსაკუთრებით რეგიონებში",- თქვა ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ.

"სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში მოხვდა შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები საარჩევნო გარემოს შეცვლასთან დაკავშირებით.

"საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა არა სისტემურ გაუმჯობესებას, არამედ მწვავე პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიებას ემსახურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტში ასახული საკითხების ნაწილი პოზიტიურ გავლენას მოახდენს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის, ადმინისტრაციის დაკომპლექტების, საარჩევნო დავების რეგულირებისა და არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები არ არის საკმარისი საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკური გარემოს რეალური გაუმჯობესებისათვის", - წერს ISFED.

"სამართლიანი არჩევნები" წინასაარჩევნო პერიოდს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 70 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, 1 ივნისიდან აკვირდება. ანაგრიში სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ავტორი: ნინო ღვედაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი