პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე საზოგადოებას თბილისის მერად საკუთარი კანდიდატურის განხილვას სთავაზობს. ამ შინაარსის პოსტი მან Facebook-ზე გამოაქვეყნა. დოლიძე წერს, რომ თბილისს სჭირდება მერი ხალხისთვის.
"საზოგადოებას ვთავაზობ ჩემ კანდიდატურას განსახილველად. მე არასდროს დავუბრკოლებივარ შიშს, რომ ხალხის ინტერესის დასაცავად დავპირისპირებოდი წინა თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას და დიდ კორპორატიულ ინტერესებს.
15 წელი საჯარო სივრცეში ვდგავარ ჩვენი ხალხის გვერდით და ვფიქრობ, ყველა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შევძლებ სწორედ, პასუხისმგებლობით, დამოუკიდებლად, მხოლოდ ხალხისთვის მსახურს",- წერს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, რომ მომავალი თვითმართველობის არჩევნებისთვის პარტიებს მერობის კანდიდატები ჯერ არ წარუდგენიათ.