სანამ ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა" NATO-ს ვერ დავუახლოვდებით - ვაშაძე

გამოქვეყნდა:

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტი საქართველოსთვის NATO-ში ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია, თუმცა მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში დასავლურ სამყაროში ინტეგრაციიის პროცესი გაყინულია.

ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციას ორი მნიშვნელოვანი ამოცანა აქვს. ერთი, რომ მმართველ გუნდს დოკუმენტის სრულად შესრულება მოსთხოვონ, მეორე ამოცანა კი ხელისუფლების შეცვლაა, რათა NATO-ში ქვეყნის ინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

"ჩვენი, ყველას ამოცანა არის, პირველი, რაც შეიძლება სწრაფად ქართულ ოცნებას შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება მოვთხოვოთ, რომ ამით ნატოში ინტეგრაცია დავაჩქაროთ და მეორე, შევცვალოთ ხელისუფლება და ნატოში ინტეგრაციის გაყინული პოლიტიკა გადავიყვანოთ ქმედით, აქტიურ პოლიტიკაში, რომელიც ნატოსთან დაგვაახლოვებს.

შარლ მიშელის დოკუმენტმა ნატოში ინტეგრაციის შანსი გაგვიჩინა, მაგრამ სანამ ხელისუფლებაში ქართული ოცნებაა, მანამდე ჩვენ ნატოს ვერ დავუახლოვდებით",- თქვა გიორგი ვაშაძემ.

NATO-სამიტი ბრიუსელში გუშინ 14 ივნისს გაუმართა. სამიტზე ერთ-ერთი განსახილველი თემა საქართველო იყო. NATO-ს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP), როგორც პროცესის განუყოფელი ნაწილთან ერთად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი