
კულინარული შოუ "მასტერშეფის" დამზადება და ეთერში განთავსება საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 1 479 477 ლარი დაუჯდა. ინფორმაცია 2019 წლის ანგარიშშია ასახული, რომელიც პარლამენტმა დღეს, 14 მაისს გამოაქვეყნა.
ამ გადაცემის დახმარებით მაუწყებელმა 195 ათას ლარამდე შემოსავალი მიიღო, დამატებით კი 9,5 ათას ლარამდე საბარტერო ხელშეკრულება დადო.
მასტერშეფს საზოგადოებრივ მაუწყებელს უმზადებდა კომპანია, რომლის გაკეთებულიც იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი ძვირადღირებული შოუ - "საქართველოს ვარსკვლავი" რომელიც ბიუჯეტს 1,1 მლნ ლარზე მეტი დაუჯდა.