გორთან, ოქტომბერში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით დაკავებულ მძღოლს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

2020 წლის 29 ოქტომბერს, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შეთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ სატვირთო მანქანის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ უმაღლესი, 10-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

ცნობისთვის, 2020 წლის 29 ოქტომბერს, გვიან ღამით, თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსს თბილისში გამართული ენმ-ს აქციის მონაწილეები გადაჰყავდა. შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 9 მძიმედ დაშავდა. 

მომხდარს გამოეხმაურნენ პოლიტიკოსებიც, მათ ოჯახების მიმართ სამძიმარი გამოხატეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი