"ვგმობთ რუსეთის ქმედებებს" | რა წერია აშშ-სა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში საქართველოს შესახებ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადების რამდენიმე მუხლში საუბარია საქართველოსა და უკრაინის შესახებ. კერძოდ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე.

"ჩვენ ვგმობთ რუსეთის ქმედებებს, რომელიც ძირს უთხრისსაქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. მოვუწოდებთ რუსეთს, უზრუნველყოს საერთაშორისო დიპლომატიური მისიების უსაფრთხო და მშვიდობიანი მუშაობა რუსეთში. შეწყვიტოს ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, ოპოზიციაზე და გაათავისუფლოს პოლიტიკური მატიმრები. 

"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენტიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტლი გვავს ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა და სტაბილურობის მიღწევაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ერთობლივი განცხადება სულ 36 მუხლს მოიცავს, საიდანაც 2-ში საქართველოა ნახსენები. 

ცნობისთვის, ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტი 15 ივნისს, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პირველად გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი