ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთის ფედერაცია მოსკოვსა და ვაშინგტონში ელჩების დაბრუნებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თქვა.
"რაც შეეხება ელჩების დაბრუნებას თავიანთი განწესების ადგილას, მოსკოვში ამერიკის ელჩისა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩის დაბრუნებას, ამაზე ვისაუბრეთ, მაგრამ ზუსტად როდის მოხდება ეს უკვე ტექნიკური საკითხებია. ამაზე ჩვენი საგარეო საქმეთა უწყებები შეთანხმდებიან. ვისაუბრეთ დიპლომატიურ საკითხებზე, ბევრია განსახილველი. როგორც მე დამრჩა შთაბეჭდილება, ორივე მხარე მომართულია გადაწყვეტის მიგნებისკენ" - ამბობს პუტინი.
იხილეთ ასევე: