ისევ კრიმინალური ავტორიტეტებით საქმის გარჩევა და წილების გადანაწილება - ამჯერად წყალტუბოში მოქმედი ერთ-ერთი კაფეს წილების გამო - "ქურდული სამყაროს" წევრობისა და "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობის ბრალდებით ქუთაისში 3 პირი დააკავეს. ირკვევა, რომ დაწესებულების ასამუშავებლად სამმა მეწილემ 12-12 000 ლარი ჩადო. თუმცა კაფე წაგებაზე წავიდა - რის გამოც ერთმა მეწილემ ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და პარნტიორებს თანხის დაბურნება მოსთხოვა. მეწილეებმა მას უთხრეს, რომ სრულ თანხას ვერ წაიღებდა, რადგან კაფე წაგებაში იყო და გასვლის შემთხვევაში მიზერული თანხა შეხვდებოდა.
ამ საუბრის შემდეგ საქმეში მეწილეებმა გარეშე პირები ჩართეს. გელა ერაძე ვარაუდობს, რომ მისმა პარტნიორმა რიჩარდ ფხაკაძებმ საქმის დასალაგებლად და ფულის მისაღებად კრიმინალური ავტორიტეტები ჩართო და შეხვედრა ფარულად ჩაწერა, სავარაუდოდ ერთ-ერთი მეწილის გადაღებული ფარული აუდიო-ვიდეო მასალა ახლა შსს-ს მთავარი მტკიცებულებაა.
კაფე-ბარის კიდევ ერთი მეწილე არ უარყოფს, რომ შეხვედრა პარტნიორებმა ბიზნესწილებთან დაკავშირებით ნამდვილად მოაწყვეს, თუმცა ამ შეხვედრას ქურდულ გარჩევას არ უწოდებს და განმარტავს, რომ არაკონონიერი ბიზნესწილების მოგვარების დროს არაფერი ყოფილა.
იხილეთ ასევე: