ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაკავებულების საქმე - "მთავარმა" დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

კაფე, რომლის მეწილეებმა საქმის გასარჩევად ქურდულ სამყაროს მიმართეს წყალტუბოში, რუსთაველის გამზირზე მდებარე "რაიდერ ქლაბია".

როგორც ირკვევა, დაწესებულების ასამუშავებლად სამმა მეწილემ 12-12 000 ლარი დადეს, თუმცა კაფე წაგებაზე წავიდა, რის გამოც ერთმა მეწილემ ბიზნესიდან გასვლა გადაწყვიტა და პარნტიორებს თანხის დაბრუნება მოსთხოვა. მეწილეებმა მას უთხრეს, რომ სრულ თანხას ვერ აიღებდა, რადგან კაფე წაგებაში იყო, ამის შემდეგ საქმეში მეწილეებმა გარეშე პირები ჩართეს.

იმერეთის სამხარეო პოლიციაში დაკავებულების უფლებადამცველებს საქმის მასალებს აცნობენ. ისინი ამბობენ, რომ გაუგებრობაა და დარწმუნებულები არიან, რომ დაკავებულებს გაათავისუფლებენ.

"ერთ-ერთი მეწილე, რიჩარდ ფხაკაძე, რომელიც გავიდა აქედან დაგვიბარა, რომ თავის მეგობრებში, ეს არ იყო ქურდული სამყაროს წევრობა, არც მიფიქრია ასეთი რაღაც, რომ ქურდულ სამყაროში მიბარებდა, არც ვფიქრობ, რომ ქურდული გარჩევის მონაწილე ვიყავი იქ. 

როგორც საჭირო იყო გავიკითხე, როგორც საქმოსნები აკეთებენ ისე დავიანგარიშეთ, 12 000 ლარს მედავებოდა და წესით მოუწია 800 ლარი, დოლარი, ეს თანხა მივუტანე როგორც დავთქვით იმ დროს", - ამბობს კაფის ერთ-ერთი მეპატრონე.

 ამავე თემაზე:

ქალების მარში თბილისში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი