"ამ ადამიანმა იცოდა, რომ რუსულ კანონს არღვევდა" - ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ალექსეი ნავალნიზე გააკეთა. როგორც ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ნავალნიმ თავი "განზრახ დააკავებინა".
ნავალნის დაკავებაზე კითხვის საპასუხოდ, პუტინმა ჟურნალისტს "მიუკერძოებელი გაშუქებისკენაც" მოუწოდა.
"ძალიან კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, რუსეთში დაბრუნდა. მას განზრახ სურდა, რომ დაეკავებინათ" - თქვა მან. "ის ქნა, რაც უნდოდა, რომ ექნა" - დაამატა პუტინმა.