"კახამ ბოლო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ნამდვილად შემოიტანა ევროპული ხელწერა და ის სტანდარტი, რომელიც ნამდვილად არის ევროპული. მან თავისი შრომით და ნიჭიერებით ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენს დედაქალაქში. ძალიან ბევრი პარკი, ბევრი სკვერი, ბევრი რეკრეაციული სივრცე მოაწყო და აჩუქა ჩვენს ქალაქს, მადლობა კახა! ბოლო წლების განმავლობაში თქვენ უყურებთ, თუ როგორ ვითარდება და ლამაზდება ჩვენი დედაქალაქი. ამაში პირადად კახის ხედვაა, მისი და მისი გუნდის უნარებია".
- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერზე, კახი კალაძეზე.