ადამიანების გამოკეტვა მარნეულსა და ბოლნისში, არაკონსტიტუციურია - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული შეზღუდვები ვირუსის შეკავებასთან კავშირში არ არის - ასე განმარტავს "გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს.

საკონსტიტუციო სასამართლო "გირჩის" სარჩელების განხილვას იწყებს. უმაღლესმა ინსტანციამ უნდა იმსჯელოს, თუ რამდენად კონსტიტუციური იყო მარნეულისა და ბოლნისის ჩაკეტვა.  

ერთადერთი რა შედეგიც ამან მოიტანა, არის ის, რომ დააზარალა უამრავი ადამიანი და დატოვა შემოსავლის გარეშე. მათ შორის, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი არის არაკონსტიტუციური და ჩვენ რამდენიმე სარჩელი გვაქვს შეტანილი საკონსტიტუციო სასამართლოში. იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო იტყვის, რომ ადამიანების გამოკეტვა ამ ორ რეგიონში იყო არაკონსტიტუციური, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

"გირჩის" კიდევ ერთი სარჩელით კი პოლიტიკური პარტია ითხოვს, რომ კომენდანტის საათი არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს. ამ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ავტომატურად გაუქმდება და არაკონსტიტუციურად გამოცხადდება ყველა ის ჯარიმა, რომელიც კომენდანტის საათის დარღვევისთვის მოქალაქეებს გამოუწერეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი