ესპანეთში 28 წლის კაცს დედის მოკვლისა და შეჭმის ბრალდებით, 15-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ესპანეთში 28 წლის კაცს, რომელმაც დედა მოკლა და მისი სხეულის ნაწილები შეჭამა, 15 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მასვე, ძმისთვის 60 ათასი ევროს ოდენობით, კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. დაცვის მხარის არგუმენტი, რომ მკვლელობის დროს სანჩესი აფექტის მდგომარეობაში იყო, სასამართლომ არ მიიღო.

BBC-ის ცნობით, ალბერტო სანჩეს გომესი 2019 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ დედამისის სახლში პლასტმასის კონტეინერებში არსებული სხეულის ნაწილები იპოვა.

სასამართლო პროცესის დროს ცნობილი გახდა, რომ ალბერტო სანჩეს გომესმა დედა ოჯახური კონფლიქტის დროს დაახრჩო, რის შემდეგაც მისი სხეული დაანაწევრა, სხეულის ნაწილები შეჭამა და ძაღლსაც აჭამა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი