რვა მარტის შეთანხმება უნდა აღსრულდეს - ნიკა მელია

გამოქვეყნდა:

"შეთანხმება უნდა აღსრულდეს" - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, რვა მარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას. 

ნიკა მელია პრინციპულ საკითხად მიიჩნევს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას არ გეგმავს. ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი 2020 წლის არჩევნებში აუცილებლად დამარცხდება.

პოლიტიკური პატიმრები გარეთ უნდა გამოვიდნენ, მორჩა და გათავდა. თორემ ბიძინა ივანიშვილი ყველანაირი სისტემით დამარცხდება, გნებავთ მიიღოს საკონსტიტუციო, გნებავთ არ მიიღოს, დამარცხდება ყველა ვარიანტში, უბრალოდ, მასზეა დამოკიდებული ახლა, რამდენად მტკივნეულ მარცხ იწვნევს თავადვე, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი