შეთანხმება ჩავარდნაზე მთლიანად პასუხისმგებელი იქნება "ოცნება" - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ შეასრულებს შეთანხმების ორივე ნაწილს, ბუნებრივია, შეთანხმებას ხმას ვერ მივცემთ - ეს განცხადება "ევროპული საქართველოს" ლკიდეერმა, დავით ბაქრაძემ, გააკეთა.

დავით ბაქრაძე რვა მარტის შეთანხმებას ეხმაურება, რომელის ორი ნაწილისგან შედგება. ოპოზიციური პარტიის ლიდერის თქმით, თუ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებს და  პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს, მაშინ ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

ამ შემთხვევაში შეთანხმება ჩავარდება და პასუხისმგებელი ამაზე მთლიანად იქნება "ქართული ოცნება", რომელიც კიდევ ერთხელ, ისევე როგორც ნოემბერში, ამჯერადაც მოტყუებით დაარღვევს მიცემულ სიტყვას და, რა თქმა უნდა, ამ სიტყვის გატეხვას ექნება ძალიან მძიმე ფასი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ჩვენი ამოცანა იქნება, დღევანდელი სისტემითაც დავამარცხოთ ეს ხელისუფლება და რაც შეიძლება მძიმე ფასი გადავახდევინოთ იმ ტყუილში, რომელშიც უკვე მეორედ შეყავს ჩვენი საზოგადოება, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი