ე.წ ქურდული სამყაროს წევრობა და საქმის გარჩევა - 3 დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და გარჩევაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და სამივე პირი პატიმრობაში დატოვა.

ადვოკატები აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირს გამორიცხავენ. ადვოკატების თქმით, ვიდეომასალა ფაბრიკაციაა და ავთენტურობის დადგენას მოითხოვენ. უფლებადამცველები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

მომდევნო პროცესი 3 აგვისტოს დაინიშნა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი