გავრილოვის ღამე – შალვა ნათელაშვილი საპროტესტო აქციას აანონსებს

გამოქვეყნდა:

შალვა ნათელაშვილი საპროტესტო აქციის გამართვის აუცილებლობაზე საუბრობს. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ამბობს, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულება ბიძინა ივანიშვილს ხალხმა და ოპოზიციამ ერთად უნდა აიძულოს.

ნათელაშვილის წინადადებაზე პარტიები "ლეიბორისტების" ოფისში, მომდევნო შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ნათელაშვილი ფიქრობს, რომ აქცია გავრილოვის სისხლიანი ღამის წლისთავზე, 20 ივნისს, დისტანციის დაცვით უნდა ჩატარდეს.

ჩემი პოზიციაა, რომ 20 ივნისს უნდა აქცია გაიმართოს, ამას გავაცნობ ოპოზიციონერ კოლეგებს... ისეთ ფორმატს შევიმუშავებთ, რომელიც იქნება ოპტიმალური. ივანიშვილის რეჟიმი დაუპირისოპირდა მთელ მსოფლიოს, არა მარტო ქართველ ხალხს და მსოფლიოსთან დაპირისპირება, საკუთარი ერის მტრად გადაკიდება ნიშნავს იმას, რომ ეს ბაბილონის გოდოლი ჩამოემხობა უფრო მწარედ და სასტიკად, ვიდრე ეს სლოდებათ, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის სისხლიანი ღამე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა. მოქალაქეებმა საქართველოს პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის ყოფნა გააკრიტიკეს და პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა რამდენიმე მთავარი მოთხოვნაც წამოაყენეს, მათ შორის, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა. 

გვიან ღამით პარლამენტის შენობასთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ხელისუფლებამ აქცია ცრემლსადფენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი