რელიგიური გაერთიანებები საპატრიარქოს მსგავსად, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

საგადასახადო შეღავათებზე, რომლითაც მხოლოდ საპატრიარქო სარგებლობს, საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს. რელიგიური გაერთიანებების სარჩელის განხილვა დღეიდან იწყება.

ისინი საგადასახადო კოდექსში იმ ნორმის  გაუქმებას ითხოვენ, რომლითაც არაეკონომიკური მიზნით გამოყენებულ მიწაზე, ქონების გადასახადისგან მხოლოდ  მართლმადიდებელი ეკლესია თავისუფლება.

ვითხოვთ, ქონების გადასახადისგან, რომ ყველა რელიგიური გაერთიანება თანაბრად თავისუფლდებოდეს. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ საქართველოს საპატრიარქო თავისუფლდება ქონების გადასახადისგან. კონსტიტუციური სასამართლოთი არ უნდა ვიბრძოდეთ ამ თანასწორობისთვის და სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ეს თანასწორობა კანონმდებლობაში არსეობდეს. მაგრამ არც საქართველოს პარლამენტი, არც მთავრობა არანაირ ზომებს არ იღებს, რომ ეს თანასწორობა იყოს უზრუნველყოფილი, - განაცხადა "ტოლერანტობია და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" გამგეობის წევრმა, მაკო ღავთაძემ.

რელიგიური ჯგუფები მიიჩნევენ,რომ ხელისუფლების მიდგომა დისკრიმინაციულია და კონსტიტუციით გარანტირებულ, თანასწორობის უფლებასთან  წინააღმდეგობაში მოდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი