"რა ქნას, მოშივდა საბრალოს"- მიხეილ სააკაშვილის ამ პოსტს ასევე ფეისბუქ პოსტით პასუხობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე:
1. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსად წერა დასანანი და სირცხვილია, ამაში ვერ და არ აგყვებით
2. გიორგი ვაშაძის გამო კი არ შია ხალხს, არამედ იმის გამო, რომ თქვენ და ივანიშვილი ვერ ელევით თქვენს მეგალო ეგოიზმს, ქვეყანა და ხალხი თქვენი პერსონალური დაპირისპირების პოლიგონად აქციეთ
3. და კიდევ, ყველაზე მნიშნელოვანი და ფუნდამენტური სხვაობა ჩვენს შორის - ჩვენ ვთვლით, ქვეყანას სისტემა და ხალხი უნდა მართავდეს და არა ბელადები და ფსევდო მესიები" წერს ვაშაძე.