იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი, ალექსანდრე გზირიშვილი საბჭომ მოსამართლედ დანიშნა - ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გზირიშვილი 3 წლით, მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გამწესდა. 

მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას ითხოვს მესამე სექტორი და სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს, თუმცა საბჭოს წევრებს მიაჩნიათ, რომ არაკანონიერი მათ გადაწყვეტილებებში არაფერია და დანიშვნები კითხვის ნიშნებს არ აჩენს.

დანიშვნების შეჩერებას ითხოვს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილიც, რომელიც კლანის გავლენებზე და ნეპოტიზმზე საუბრობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი