
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თამჯდომარეს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს თავმჯოდმარეს, რომ საზოგადოებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიაწოდოს.
2020 წლის 15 ივნისს უფლებამოსილების ვადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს ეწურება. თავაძე თანამდებობაზე სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული.
საია განმარტავს, რომ მოსამართლის კანდიდატურის წარდგენის კუთხით ნეგატიური გამოცდილება უკვე არსებობს. ამიტომ მოსამართლეების ახალი კანდიდატურები კენჭისყრამდე გონივრული ვადით, რამდენიმე დღით ადრე უნდა გასაჯაროვდეს.