"წავლენ ახლა და რომელიმე რესტორნაში აღნიშნავენ მორიგი მონის დანიშვნას" - ჯანეზაშვილი 

გამოქვეყნდა:

წავლენ ახლა და რომელიმე რესტორნაში აღნიშნავენ მორიგი მონის დანიშვნას - ასე ეხმაურება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მისი კოლეგის, ლევან გზირიშვილის შვილის მოსამართლედ გამწესებას:

მამის დახმარებით რომ ადამიანი მოსამართლე ხდება, დღეს ასეთი ქვეყანაა საქართველო

დიახ, დღეს ეს მოხდა წავლენ ახლა და რომელიმე რესტორნაში აღნიშნავენ მორიგი მონის დანიშვნას.

ესაა დაპირებული რეფორმა? ან გატარებული რეფორმების შედეგი

ამ ქვეყანაში მხოლოდ კლანები და მათი ოჯახები უნდა დარჩნენ

სრულიად უპესპექტივო და უიმედო მდგომარეობაა უბრალოდ მაინტერესებს, რა დავაშავეთ ასეთი- წერს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის საბჭომ გზირიშვილი 3 წლით, მცხეთის სასამართლოს მოსამართლედ გაამწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი