"რა შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე"-"ქართული ოცნება"

გამოქვეყნდა:

რა შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არენაზე- წერს "ქართული ოცნება" საკუთარ "ტვიტერზე". 

„რა შესანიშნავი კვირაა საქართველოსთვის საერთაშორისო არეალზე. საქართველომ ძლიერი დასავლური პოლიტიკური მხარდაჭერა მიიღო, რაც ჩაიწერა მნიშვნელოვან საერთაშორისო დოკუმენტებში: 

  • ნატოს კომუნიკე, 
  • აშშ-ევროკავშირის სამიტის განცხადება,
  • რუსეთ-ევროკავშირს შორის ურთიერთობების თაობაზე ევროკავშირის ერთობლივი სტრატეგია
  •  გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ.

შექება დაიმსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმატებული შუამავლობის გამო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სიტყვით მიმართა ნატოს ბრიუსელის ფორუმზე და დასავლელმა პრეზიდენტებმა და ამერიკელმა სენატორებმა გამოხატეს ცხადი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ“, - ნათქვამია "ოცნების" განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი