კუჭავა: პარლამენტი ლოგოს შესამუშავებლად კონკურსს გამოაცხადებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტი ოფიციალური ლოგოს შესამუშავებლად, საჯარო კონკურსს გამოაცხადებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

„საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო პარლამენტია და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში. გამოცხადდება საჯარო კონკურსი და მიიღება ნებისმიერი სახის იდეა, შემდეგ, ჰერალდიკის საბჭოსთან ერთად, ამას დავამუშავებთ და ბოლოს უკვე გამოვიტანთ კენჭისყრაზე. მინდა, ყველა ჩაერთოს და საქართველოს პარლამენტის ლოგოს შემუშავებაში მიიღოს მონაწილეობა, ვისაც ამის სურვილი ექნება“,- ამბობს კუჭავა.

განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე გააკეთა

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი