რომის ქართულ სამრევლოს "სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია გადაეცა

გამოქვეყნდა:

ვატიკანის სახელმწიფოში, რომის ქართულ სამრევლოს ხანგრძლივი დროებითი სარგებლობის უფლებით "სან სალვატორე აიმონტის" ეკლესია გადაეცა. ტაძარში წირვა-ლოცვა წლების განმავლობაში ქართულად აღევლინებოდა.

საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა რომის ეპარქიაში რომის პაპის ვიკართან - კარდინალ ანჯელო დე დონატისთან განიხილა.

"ძალიან კარგად მესმის ამ ეკლესიის მნიშვნელობა, რამეთუ მე ეს გზა გავლილი მაქვს, პარიზში ქართული ეკლესია მამაჩემის დაარსებული იყო. მინდა ამ ეკლესიის მრევლს მივულოცო ეს მნიშვნელოვანი მოვლენა და გთხოვოთ თქვენც, როცა ყველას გადასცემთ ამ ძალიან სასიხარულო ამბავს, ჩემგანაც გადასცეთ ეს ძალიან დიდი სიხარული და მილოცვა", - უთხრა ზურაბიშვილმა სამრევლოს წინამძღვარს, მამა იოანეს.

ეკლესია ქართულ სამრევლოს 70 წლის ვადით გადაეცა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი