ნოდარ რუხაძის საქმეს სტრასბურგის სასამართლო განიხილავს

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლოში აქტივისტის, ნოდარ რუხაძის საქმეც გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი, ედუარდ მარიკაშვილი ავრცელებს და წერს, რომ ეს რიგით მე-8 საჩივარია სტრასბურგში.

მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საპროტესტო აქციაზე რუხაძის ადმინისტრაციული წესით დაკავებას, მის გასამართლებასა და დასჯას (ევროპული კონვენციის მე-6 და მე-11 მუხლები).

"რადგან, ეროვნულ დონეზე სამართალდარღვევათა კოდექსისა და ადმინისტრაციული პრაქტიკის სისტემური ცვლილების რესურსი არ ჩანს და ეს არც მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, ვიმედოვნებთ, შევძლებთ ევროპულ სასამართლოს დავანახოთ რეალური სისტემური საფრთხები თვითნებობისა და ამ საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გახდება მნიშვნელოვანი საფუძველი აქტივისტთა შეკრებისა და მანიფესტაციის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის გარანტიების არსებითი გაუმჯობესებისთვის", - წერს მარიკაშვილი.

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი